logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ იმაზე უარესს ვერაფერს დამართებ
- +

20 ოქტომბერი. 2016. 12:00



ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში პრემიერის ჩართვა ყოველთვის დროული და პოზიტიურია", - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა. 

 

როცა ოპონენტების მხრიდან ნეგატიური პიარი იწყება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება, პრემიერი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განცხადებებს აკეთებს ხოლმე. პრემიერის დღევანდელი განცხადება ერთ-ერთი ასეთი მორიგი სვლა იყო", - განაცხადა მდინარაძემ.


მისი თქმით, ის, რასაც ამ დღეებში ვისმენთ, სხვა არაფერია, თუ არა მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ დაგეგმილი ნეგატიური პიარი.


როცა ნაციონალური მოძრაობა"ქართული ოცნების" პირისპირ დარჩა, გაითავისა, რომ ამ შემთხვევაში ბრძოლა წამგებიანია. ისინი თავიანთ მხარდამჭერებზე მეტ ადამიანს ვერ მოუწოდებდნენ, რომ მხარი მათთვის დაეჭირათ. შესაბამისად, მოსაფიქრებელი იყო ნეგატიური პიარი და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის საკითხის წამოწევა მოიფიქრეს. როგორც მინიმუმ, მეორე ტურის წინ დაწყებული კამპანიის მიზანი ისაა, რომ მათი მოტივირებული ამომრჩეველი არჩევნებზე სრული შემადგენლობით მივიდეს, „ქართული ოცნების" ამომრჩეველი კი, სახლში დარჩეს, მაგრამ ეს წარუმატებელი მცდელობაა", - განაცხადა მდინარაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო ცვლილებები აქტუალური და პრიორიტეტული საკითხი არ არის.

 

როგორც კინაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას ნეგატიური პიარი წარმოუდგინა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აქტუალური და პრიორიტეტული საკითხი არ არის, მათ შორის - პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა-არგადმოტანა. ამაზე შიგნით არც კი გვიმსჯელია. ვისი გუნდიდანაც არ უნდა იყოს, პარლამენტში 50 მაჟორიტარია შემოსასვლელი და ამ დეპუტატებთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებები წინასწარ რომ მივიღოთ, ეს ელემენტარულად, მათი და იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფა იქნება, ვინც ისინი უნდა აირჩიოს. ეს საკითხები გუნდში უნდა განვიხილოთ და გადაწყვეტილებები ფართო საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, შეუძლებელია იმ კონსტიტუციაზე უარესის მიღება, როგორიც გვაქვს.

 

იმ კონსტიტუციის მოდელზე უარესს, რომელიც ერთ კაცზე და ვიწრო პარტიულ ინტერესებზეა მორგებული, ვერაფერს მოვიფიქრებთ. ამ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ იმაზე უარესს ვერაფერს დამართებ, რაც 2008-2012 წლებში დაემართა. როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობით, ასევე ჩვეულებრივი ცვლილებებითა და მყარი სისტემების შენებით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციის თავის თავზე მორგება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მმართველ ძალად როდსმე  „ნაციონალური მოძრაობაც" რომ იქცეს, რამე ცუდის გაკეთება და იმ 9 წლის განმეორება მანაც კი ვერ უნდა შეძლოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner