საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა თავმჯდომარის არჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ მან კანდიდატურების წარდგენის დროს ზაზა თავაძეს დაუჭირა მხარი, დღეს კი ორივე კანდიდატის ხედვას მოუსმენს. მისი თქმით, თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყით განხორციელდება.
„ხმები გადანაწილდება უდავოდ, რადგან ორი კანდიდატია, თუმცა რა შედეგით დამთავრდება და მოლოდინი იმისა, რომ საერთოდ არ ჩატარდება, არ გვაქვს. ვერ გეტყვით, ვისი ხმა იქნება გადამწყვეტი და ვისი არა, იმიტომ რომ კენჭისყრა არის მთლიანად ფარული. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დამოკიდებული იქნება თითოეული კანიდიდატის წარმოდგენილ ხედვაზე იმ გამოწვევების თაობაზე, რაც დგას დღესდღეობით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაზე. ვთვლი, რომ ორივე მათგანს უნდა ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ორივე მათგანი ძალიან ღირსეული კანდიდატია, თუმცა, საბოლოო ჯამში, რომელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, დამოკიდებული იქნება თითოეული მათგანის ხედვებზე და იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი თავიანთი უფლებამოსილების ვადაში.
მთავარი გამოწვევა არის საკონატიტუციო სასამართლოს ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, სასამართლოს განსაკუთრებულად გადატვირთულობის პერიოდში მენეჯმენტის უფრო უკეთ დაგეგმვა. საერთაშორისო ურთიერთობების და სახელმწიფოს შიგნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან უფრო მეტი გახსნილობა და მჭიდრო კონტაქტები", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.