პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„დილიდან ერთი მედიის და არა მხოლოდ მედიის, ექსპერტი მიმტკიცებს, შინაურულად მიხსნის, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა თურმე კონცეპტუალურად ნიშნავს ავტორიტარიზის, ანტიდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხმის მიცემას, ხოლო ნიკა რურუას მხარდაჭერა კი იმის ნიშანი იქნება, რომ სამოქალაქო ტიპი ხარ, პროდასავლელი და დემოკრატიის მხარეზე ხარო.
ბოლოს საკმაოდ საინტერესო არგუმენტი დამიმატა - თავად ნიკა რურუა შეიძლება არ მოგწონდეს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში რურუას მხარდაჭერა არის ტესტი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად აფიქსირებ თავსო. ანუ მთავარი პოზიციის დაფიქსირება ყოფილა", - წერს მაღლაფერიძე