თურქეთში 40 ჯარისკაცი დააკავეს. საუბარია ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზის სამხედრო მოსამსახურეებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, გაცემულია კიდევ 47 ჯარისკაცის დაკავების ორდერი.
ამ დროისთვის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის 32 000 ადამიანი იმყოფება ციხეში. კიდევ 100 000 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, სამსახურის გარეშე დარჩნენ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ივლისის შუა რიცხებში მოხდა. ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული მოვლენები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.