logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ჩვენი შეგრძნებები ჩვენი ნებაა, ქცევა კი - კანონის
- +

20 ოქტომბერი. 2016. 14:47



ჩვენი შეგრძნებები ჩვენი ნებაა, ქცევა კი - კანონის", - წერს ანალიტიკოსი ილ ამზარდია სოციალურ ქსელში.



ეს იმ შემთხვევებზე გამახსენდა, როდესაც ადამიანები თავისი ცხოვრების წესის გამო ვიღაცის აგრესიის სამიზნეები ხდებიან. მესმის, რომ ჩვენში გარკვეული ადამიანები აგრესიას იწვევენ და ჩვენც ვიწვევთ გარკვეული ადამიანების მხრიდან აგრესიას; აგრესია, თავისი არსით, ადამიანის გარკვეული ბუნებრივი მდგომარეობაა, როგორც უკუკავშირის ერთ-ერთი ფორმა გარემოზე. მაგრამ... აგრესიის შეგრძნებსა და ქცევის გამოხატვას შორისაა სხვაობა, არ შეიძლება, აგრესია გამოხატო და ძალადობა გამოავლინო მოქალაქემ, არსებობს სამართლის ძიების ინსტიტუციები სახელმწიფოში;

რამე თუ არ მოგწონს ობიექტურად, უნდა მიმართო სასამართლოს, პოლიციას და ა.შ. თუ სუბიექტურად არ მოგწონს ადამიანს ვინმეს ან ვიზუალი, ან ცხოვრების წესი და ა.შ. მაშინ კეთილი ინებოს უნდა ადამიანმა და მართოს თავისი ემოციები, ამას თეორიაში თვითმონიტორინგი ჰქვია.

დიახ, ვინც გინდა იყოს, ჩვენ კი გვაქვს მათი არმოწონების ან მათი ცხოვრების წესის არმოწონების უფლება, მაგრამ მათზე ძალადობის უფლება არ გვაქვს და არც უნდა წავახალისოთ. მოქალაქეზე ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს და ისიც კანონიერი საფუძვლების შემთხვევაში, წახალისება კი არანაკლები პასუხისმგებლობაა, ვიდრე გამოხატული ქცევა", - წერს არჩილ გამზარდია „facebook"-გვერდზე









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner