logo_geo
eng_logo
ისტორიული ფაქტი, რომელსაც საქართველო ნოემბრისთვის ელის - ქართული კინოარქივის ნაწილი ქვეყანას დაუბრუნდება
- +

20 ოქტომბერი. 2016. 14:48



ნოემბრის ბოლომდე, ქართული კინოარქივის პირველ ნაწილს საქართველოში რუსეთიდან ჩამოიტანენ.


კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფილმების პირველი ნაწილი უკვე მზად არის ჩამოსატანად, მომდევნო ნაწილის გადმოცემის დრო კი, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.


უწყების ინფორმაციით, სრული კინოარქივის გადმოტანას, მინიმუმ, 6 წელი დასჭირდება.



ეს ჩვენთვის იქნება ნიმუში, როგორი იქნება დანარჩენი მემკვიდრეობა. პირველ ეტაპზე რაც იყო გაწერილი, საუბარია მიხეილ ჭიაურელის, ნუცა ღოღობერიძის და ლეო ესაკიას 4 ფილმზე, ეს ჩამოვა ნოემბერში. შემდეგ კი, სხვადასხვა რაოდენობის ფილმები ჩამოვა სხვადასხვა ეტაპზე",- აცხადებს კულტურის სამინისტროს კინომიმართულების ხელმძღვანელი ნანა დოლიძე.

 


კულტურის სამინისტროში რუსეთიდან ქართული კინოარქივის გადმოტანის ფაქტს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად აფასებენ და მთავრობის როლზე საუბრობენ. 



ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი. ვფიქრობ, ეს იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს. რომ არა სახელმწიფოს ნება, რაიმე კერძო ინიციატივით ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. გარკვეულ პერიოდებში იყო ამაზე მუშაობა, თუმცა მხოლოდ 2014 წლიდან გახდა შესაძლებელი რეალურად ამ პროექტის დაწყება. რომ არა მთავრობის მხარდაჭერა, ნამდვილად არ განხორციელდებოდა ეს პროექტი", - აცხადებს ნანა დოლიძე.



ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner