logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე ვარაუდობს, რომ ფარულ ვიდეოკადრებში ასახული პიროვნებები შესაძლოა დუბლიორები იყვნენ
- +

17 მარტი. 2016. 12:17


„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ვარაუდობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებში გადაღებული ადამიანები, შესაძლოა, დუბლიორები იყვნენ.


„ნამდვილად არიან თუ არა ის პირები გავრცელებულ ვიდეომასალაში?" - სვამს შეკითხვას პეტრე მამრაძე ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში.


პეტრე მამრაძე თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ვიდეომასალაში გადაღებული ადამიანები რეალურად შესაძლოა იყვნენ დუბლიორები, რომელთა გარჩევაც თვით ოჯახის წევრებსაც კი გაუჭირდებათ. მისი თქმით, იმ ჯგუფებს, რომლებიც მსგავსი ტიპის მასალებზე მუშაობენ, აქვთ ყველა რესურსი, რითაც შეძლებენ ადამიანის სახის დუბლირებას.


მამრაძე ასევე საუბრობს ვიდეოკადრის დისტანციაზე, საიდანაც დუბლიორი მსახიობის და მასთან მიმსგავსებული ადამიანის სახის გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner