logo_geo
eng_logo
გლდანში სკვერის მოწყობაზე 144 000 ლარი დაიხარჯება
- +

20 ოქტომბერი. 2016. 15:25



კიდევ ერთი ახალი სკვერი ეწყობა გლდანის რაიონში. მერიის ცნობით, გლდანის მე-2 მ/რ-ის 38-ე კორპუსის მიმდებარედ, სამუშაოების ფარგლებში, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე; სკვერში დამონტაჟდება გარე განათების 29 დეკორატიული ბოძი, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.


გარდა ამისა, სკვერში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო მოედანი მოეწყობა. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 144 000 ლარია გამოყოფილი. 2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 10 ახალი სკვერი მოეწყო, რაზეც 466 377 ლარი დაიხარჯა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner