logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: გოგი ჩემი მეგობარია და დავით ბერძენიშვილის განცხადება არის არასწორი
- +

17 თებერვალი. 2016. 17:26


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ დავით ბერძენიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არასწორი გამონათქვამები გააკეთა. ტყემალაძე ამბობს, რომ გოგი თოფაძე მისი მეგობარია და მის განცხადებებს არ ემიჯნება:


„გოგის საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უსაუბრია და არაფერი უთქვამს. რაც შეეხება დანარჩენ სიტუაციაში, მე არავის არაფერში ვემიჯნები, გოგი ჩემი მეგობარია. ხოლო რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის განცხადებას, ეს არის არასწორი გამონათქვამი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები", -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია „მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner