ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას კომპანია „მეტრო+"-ის ოფისთან მართავენ. კომპანიამ ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო.
მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანიას რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ და ისინი სატრანსპორტო ბაზრიდან „მეტრო+"-ის გასვლას ითხოვენ.
აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„მეტრო+"-ის ავტობუსი სადგომზე შესვლას აპირებდა, რა დროსაც მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის 4 ადამიანი დააკავეს.