logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 17:48



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია.

თავმჯდომარის არჩევის საკითხზე დახურულ ფორმატში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავაძეს სხდომაზე დამსწრე, პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.



რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა თავაძის კონკურენტი იყო, მან, შესაბამისად, დანარჩენი 3 ხმა მიიღო.



ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.



2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner