logo_geo
eng_logo
მეტროში მამაკაცის გარდაცვალების შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 18:05



თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს,  თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ „ნაძალადევის" მეორე ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა. მამაკაცს ადგილზე დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner