„ჩვენ არ გვაინტერესებს, ვის როგორ აირჩევს სასამართლო", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა საფუძველს მოკლებული უწოდა იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ზაზა თავაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევით ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე გაძლიერდება.
„ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმიანობაში, სასამართლოს პრეროგატივაა თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან.
ასეთი შეფასებები არასწორია, მაშინ დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვისი არჩევის შემთხვევაში წავიდოდა პროცესები სხვაგვარად. ეს არის საფუძველს მოკლებული განცხადებები", - განაცხადა კობახიძემ.