რუსეთმა აცნობა გაერო-ს, რომ ხუთშაბათიდან, სამი დღის მანძილზე ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს.
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურას განცხადებით, ორგანიზაცია „ცალმხრივ ჰუმანიტარულ პაუზებს" მიესალმება, რადგან შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ზონიდან ლტოლვილთა და დაჭრილთა ევაკუაცია.
დე მისტურას თქმით, აუცილებელია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი დაჯგუფება „ჯაბჰატ ან-ნუსრას" „ბოევიკებმა" დატოვონ. გარდა ამისა, გაერო-ს გარანტიის მიღება სურს, რომ სირიის მთავრობა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ადგილობრივ ადმინისტრაციას გადასცემს.