logo_geo
eng_logo
რუსეთი სამი დღის განმავლობაში ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 18:36



რუსეთმა აცნობა გაერო-ს, რომ ხუთშაბათიდან, სამი დღის მანძილზე ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს.



გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურაგანცხადებით, ორგანიზაცია „ცალმხრივ ჰუმანიტარულ პაუზებს" მიესალმება, რადგან შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ზონიდან ლტოლვილთა და დაჭრილთა ევაკუაცია.



დე მისტურას თქმით, აუცილებელია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი დაჯგუფება „ჯაბჰატ ან-ნუსრას" „ბოევიკებმა" დატოვონ. გარდა ამისა, გაერო-ს გარანტიის მიღება სურს, რომ სირიის მთავრობა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ადგილობრივ ადმინისტრაციას გადასცემს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner