logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის კომპეტენციები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს გაკეთდა 2010 წელს!
- +

20 ოქტომბერი. 2016. 18:37



„დღეს პრეზიდენტის კომპეტენციები არის მინიმუმამდე დაყვანილი და ეს გაკეთდა 2010 წელს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, არაკომპეტენტურია განცხადებები, სადაც საუბარია, თითქოს ხელისუფლება პრეზიდენტის კომპეტენციების შეზღუდვას აპირებს.


„შეგნებულად შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში. რა შეიძლება შევასუსტოთ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში? რომელი კომპეტენციების შესახებ შეიძლება იყოს საუბარი? მათ ძალიან გაუჭირდებათ ასეთი კომპეტენციების დასახელება ერთი მარტივი მიზეზის გამო - 2010 წელს სააკაშვილმა ფუნდამენტურად შეცვალა და საკუთარ თავს მოარგო კონსტიტუცია, ამ დროს იმდენად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომ ამაზე მეტად ვერ შეიზღუდება.

 

არჩევის წესს რაც შეეხება, იმდენად შეზღუდულია პრეზიდენტის კომპეტენციები, რომ არჩევის წესი ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენს. ჩვენთვის არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს იმას, პრეზიდენტი პირდაპირ იქნება არჩეული თუ არაპირდაპირ. მზად ვართ, დავსხდეთ და ერთად გადავწყვიტოთ მმართველობის ფორმაზე, თუ როგორი არჩევის წესი ჯობს პრეზიდენტთან მიმართებაში", - განაცხადა კობახიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner