თსუ-ს პროფესორებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს. როგორც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იზოლდა ჭილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ხუთმა პროფესორმა, რომლებიც ლადო პაპავას მხარდაჭერის მიზნით პროტესტს გამოთქვამდა, შიმშილობა დროებით შეწყვიტეს. მისი განმარტებით, პროტესტის დროებით შეჩერების მიზეზი სტუდენტების ორივე მხარის მიერ თსუ-ს პირველი კორპუსის დატოვებაა.
იზოლდა ჭილაძის განცხადებით, თუ ახალგაზრდებს გარე ძალები კიდევ წააქეზებენ და ისევ დაიწყებენ რადიკალურ ქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ პროფესორებმა შიმშილობა განაახლონ.