logo_geo
eng_logo
„ელმავალმშენებელში“ ახალი ელმავლის პრეზენტაცია გაიმართა
- +

20 ოქტომბერი. 2016. 18:50



თბილისის ელმავალმშენებლ ქარხანაში ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8E1A ელმავლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში სს "ელმავალმშენებელთან" ერთად ძირითად შემსრულებელს წარმოადგენს ჩეხური კომპანია "შკოდა ელექტრიკი". კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება და დამტკიცდა ტექნიკური დავალება ელმავლის დამზადებაზე.


ღონისძიებას ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშ პერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირი პრეცლიკი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სს „ელმავალმშენებელის" წარმოების დირექტორმა დავით გორგოძემ განაცხადა, რომ დღეისათვის პროექტი სრულად არის მზად და კომპანია ელოდება, როგორც ერთ-ერთი მონაწილე „საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის პროცედურაში გამარჯვებულის გამოვლინებას.


„დიდი ალბათობით, მჯერა, რომ გამარჯვება ექნება სს „ელმავალმშენებელს", რომელის შემდეგაც მოგვეცემა რეალური უფლება, რომ ერთი ელმავალი, ამ კონკურსის პირობებში, 8-9 თვის განმავლობაში ფიზიკურად გავაკეთოთ.  შემდეგ, სამი თვის განმავლობაში მოხდეს მისი შესაბამისი სერტიფიკაციებით აღჭურვა და დამკევთთან, „საქართველოს რკინიგზასთან" ერთად ტესტირების გავლა ერთი წლის პერიოდში. ამის შემდეგ, უნდა შესრულდეს ოთხი ერთხეულის აშენება და „საქართველოს რკინიგზისთვის" მიწოდება ეტაპობრივად. ყოველწლიურად, დაახლოებით 5-6 ერთეული", - განაცხადა გორგოძემ.


ჩეხეთის ელჩის თომაშ პერნიცკის თქმით, ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვენლოვანია, რომელიც ბევრ დადებით შედეგს მოიტანს.


„ძალიან დიდი გამოცდილების ორი ქვეყნის კომპანიაზე ვსაუბრობთ. დარწმუენბული ვარ, რომ მათ შორის თანამშრომლობა იქნება წარმატებული. გარდა ამისა, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმის, რა წარმატებულად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანასთან. ძალიან მნიშნელოვანია ასევე ის, რომ ეს პროექტი თუ დამტკიცდა, წარმოება იქნება თბილისში, რაც გაზრდის ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას", - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.


„შკოდა ელექტრიკის" ტექნიკური განვითარების დირექტორის ლადისლავ სობოტას თქმით, პროექტის გარკეული ნაწილი ფინანსდება ადგილობრივი კომპანიის მიერ.


„ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ გარდა იმ პროფესიული ურთიერთობებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე არის, რომ კარგი მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჩვენს კოლექტივებს შორის. დაფინასნებაზე მნიშნელოვანი ჩემი აზრით არის ის, რომ პროექტის ფარგლებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მხოდება საქართველოში, ერვოპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარება მოხდება ქართველ კოლეგებთან", - აღნიშნა სობოტამ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner