logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: ჩვენთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა
- +

20 ოქტომბერი. 2016. 19:50



საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ის ვერ შეძლებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას და ხელისუფლების ინტერესების გატარება მოხდება, თავაძემ ასე უპასუხა - საქმემან შენმან გამოგაჩინონ შენ და აღნიშნა, რომ სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე კომენტირების დროს ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა, რადგანაც ის ადამიანის უფლებებს ეხება.


„ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით", - აღნიშნა თავაძემ.


მან კონკრეტულ საქმეებზე, მათ შორის "რუსთავი 2"-ისა და კაბელების საქმეებზე კომენტარი არ გააკეთა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner