21 ოქტომბერს, 11.00 სთ-ზე, სოფ. რუისთან ოფიციალურად გაიხსნება „აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი", რომელსაც ფონდი „ქართუ" სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.
აგრარული პავილიონები აშენდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ, სოფლის პროდუქტით მოვაჭრე გლეხებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნისთვის. კომპლექსს ფონდი „ქართუ" ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს.
მისამართი: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, 95-96კმ, სოფ. რუისის გადასახვევი