logo_geo
eng_logo
ქავთარაძეზე „გუდვილში“ ხანძარია
- +

17 მარტი. 2016. 12:47


ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „გუდვილის" შენობაში ხანძარია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და მაშველები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სახანძრო კიბეების მეშვეობით, სახურავიდან ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

 

 

ხანძრის შედეგად ორი პირი დაშავდა. ერთს ინტოქსიკაცია აღენიშნება, მეორე დაშავებულს კი სხეულზე დაზიანებები, ტრავმა აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადამ ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანა. 


 

სუპერმარკეტის ტერიტორიიდან, ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner