logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საკონსტიტუციო კომისია, დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობით, წარუმატებელი იყო
- +

20 ოქტომბერი. 2016. 22:29



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ PalitraNews-ის გადაცემაში „360 გრადუსში" განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია, დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობით, წარუმატებელი იყო. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დანაწილების ძირითადი პრინციპი არის დარღვეული.


პრეზიდენტი დაკნინებულია, სუპერ პრემიერ-მინისტრის მოდელი ჩამოაყალიბა სააკაშვილმა, იმიტომ, რომ ის ამ პოზიციას თავისთვის იმზადებდა. პარლამენტის როლი აღრეულია, ზოგ შემთხვევაში გაზრდილია, ზოგ შემთხვევაში პირიქით, გაუგებარია და პარლამენტის კონტროლის მექანიზმი ბუნდოვანია.

 

მე, როგორც იურისტს, არ მომწონს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის არეულ-დარეულობა, სასამართლოს თავში არის ძალიან ბევრი ლაფსუსი, არის ბევრი პრობლემა, რომელიც ეხება იმუნიტეტის საკითხებს, საერთოდ გაუგებარია იმპიჩმენტის პროცედურები. ბევრი თემაა, რომელიც შეიძლება დავინახოთ, როგორც პრობლემური, იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხებზე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. წარუმატებელი იყო უბრალოდ ის კომისია, რომელიც ბატონ უსუფაშვილის თავმჯდომარეობით იყო, მაგრამ იქ ბევრი თემა იყო, რომელიც გამოიკვეთა, როგორც პრობლემა", - განაცხადა  ბესელიამ.


ჟურნალისტის კითხვაზე - უსუფაშვილის გამო იყო ეს კომისია წარუმატებელი?, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უსუფაშვილის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო".

 

მას რომ უკეთ გაეკეთებინა ორგანიზება კომისიის მუშაობის, კომისია გარკვეულ პროდუქტს შექმნიდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისია ძალიან არაორგანიზებულად და ძალიან დაუგეგმავად მუშაობდა", - განაცხადა ბესელიამ.


რაც შეეხება იმას, რომ უსუფაშვილი კვორუმის არარსებობას უჩიოდა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მან თავად დააკომპლექტა ეს კომისია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner