logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა
- +

21 ოქტომბერი. 2016. 00:02



არქიტექტორმა, შოთა გლურჯიძემ გადაცემა 2030-ში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ შექმნილი მიმართვის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის" მძევლები არიან.


„თავის დროზე, დაფინანსების თუ დახმარების შედეგად, ეს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობაზე" დამოკიდებული გახდა. შესაბამისად, მათ ახლა ძველი ანგარიშების გასწორება მოსთხოვეს",- აღნიშნა გლურჯიძემ.


როგორც გლურჯიძემ განაცხდა, აბსურდია მოსაზრება, რომ არ შეიძლება, რომელიმე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს და ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გამოდიან, ქართველმა ხალხმა პოლიტიკიდან დამსახურებულად გაუშვა.


„ეს იგივეა, დანა-ჩანგლით ჭამა ავკრძალოთ იმის გამო, რომ შესაძლოა, რომელიმე მანიაკმა დანა-ჩანგალი იარაღად გამოიყენოს. ხელისუფლებაში ნორმალური ხალხია და არ მგონია, მათ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც იარაღი, საშიში იყოს. ოდესღაც საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ ყოფილიყო, რომელმაც კონსტიტუცია დაამტკიცა, ქვეყნის ეს მთავარი დოკუმენტი საერთოდ არ შედგებოდა. ესეიგი,  საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა. სხვანაირად როგორ უნდა განხორციელდეს ის ცვლილებები, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია.

 

ამასწინათ, კახა შარტავა გამოვიდა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორი ბატონის მსახურებას ცდილობდა, რადგან პრაქტიკულად, ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის" დახმარებისკენ მოუწოდებდა. ამას ისეთი ქარაგმებით ამბობდა, რომ პირდაპირ არაფერი დაბრალებოდა. ვთვლი, რომ ეს ადამიანები ძალიან წვალობენ, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან კარგად მიხვდა, ისინი ვისთან იყვნენ აფელირებულნი და „დამსახურებულ პენსიაზე" სწორედ ამიტომ გაუშვა", - განაცხადა შოთა გლურჯიძემ.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner