logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: სინამდვილეში საქმე ასე იყო...
- +

21 ოქტომბერი. 2016. 01:21

 

 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავთან დაკავშირებით წერს:


„ჩვენი საზოგადოება ისეთნაირადაა სტრუქტურირებული, უკვე ათწლეულებია ისეთი რეაქციები ჩამოუყალიბდა, რომ სიმართლეს მაინც საგანთა ისეთი მდგომარეობა ურჩევნია, რომელიც საშუალებას მისცემს იღადაოს, იცინოს, იკაიფოს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე. ასე იყო ედუარდის, მიშას, ბიძინას, ნოღაიდელის, გურამ პეტრიაშვილის და სხვების შემთხვევაში. ახლა მათ რიცხვს დავით თარხან-მოურავიც შემოემატა.

 

სინამდვილეში საქმე ასე იყო: დავითმა თვითონ გადაწყვიტა გაეხუმრა GFK-ზე, რამაც ასოციაციურად გაახსენა KFC - „კენტაკი ჩიკენის" მაკდონალდის ტიპის რესტორანი, რომლის ბრენდის გამოსახულებაზე ასაკში შესულ სათვალეებიან კაცს ვხედავთ: 

 

„ერთი ამზადებს ქათმის ფრთებს, მეორე აცხობს ტყუილებს" - ეს ზუგდიდის მიტინგზე ითქვა მის მიერ და ზუსტად მახსოვს, რამდენადაც იქ ვიყავი.

 

ამ გამონათქვამში სულ არ ჩანს, რომ ისინი ერთმანეთში ერევა. მაგრამ მოხერხებულად შეტრიალებული გამონათქვამი უკეთესი მასალა გამოდგა იმ საქმისთვის, რაშიც ქართველმა დიდ წარმატებას მიაღწია ბოლო ათწლეულებში - ხუმრობას, ღადაობას და „გლახაობას" ვგულისხობ. (ეს უკანასკნელი ტერმინი იმერიზმია, მაგრამ კარგად ასახავს ამ საქმეს) მე ვისურვებდი, მოწესრიგებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და სამართლიანი პოლიტიკური სისტემის დანერგვა შეგვეძლოს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს საქმე გვეხერხება".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner