logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ესტონეთის ელჩს შეხვდა
- +

17 მარტი. 2016. 12:47


სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესტონეთის ელჩს საქართველოში პრიიტ ტურკსა და ესტონეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ კულდარ კესკულას შეხვდა. 


შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების თემებზე, ამ მიმართულებით, ესტონეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და დაგეგმილ თანამშრომლობაზე.  


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სვანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner