ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ახალ თაობასთან" საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუცია მარიამ საჯაიას გამო შეცვალეს.
„ასეთი ვაჭრობის ყურებას, მირჩევნია, რომ „ოცნების" ხელში იყოს. მსოფლიოში ბევრი პრეცედენტი ყოფილა, რომ კონსტიტუცია ერთი ადამიანისთვის მოერგოთ, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, „ნაციონალებმა" კონსტიტუცია მოარგეს 21 წლის გოგოს! მათ კონსტიტუცია შეცვალეს მარიამ საჯაიას გამო. დღეს გამოდის მავანი და გვეუბნება, მათ დაუჭირეთ მხარი, ეს ძალაა საქართველოში დემოკრატიის გადამრჩენი, თორემ დავიღუპებითო"- აცხადებს მერაბ მეტრეველი.