logo_geo
eng_logo
მინდია უგრეხელიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ ფობიის შექმნა ხელოვნური საშუალებებით ხდება
- +

21 ოქტომბერი. 2016. 01:51



უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მინდია უგრეხელიძემ გადაცემა 2030-ში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ ფობიის შექმნა ხელოვნური საშუალებებით ხდება.


„საკონსტიტუციო უმრავლესობის მიმართ ფობიის შექმნა ხელოვნური საშუალებებით ხდება. ეს არის ძალიან სერიოზული გაფართხალება, რომ საზოგადოება დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა თავიდან იქნას აცილებული.

არ მგონია, რომ ეს ბუნებრივი პროცესი იყოს, რადგან ამომრჩეველმა არჩევანი შინაგანი რწმენის შესაბამისად უნდა გააკეთოს და ამას მოწოდებები არ სჭირდება", - განაცხადა უგრეხელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner