logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის შეშინებას და გადაბირებას ცდილობს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 01:53


 

„ნაციონალურ მოძრაობას" თავის დროზე თვითონ რომ არ ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გამოეყენებინა თავისი სურვილის მიხედვით, კიდევ იფიქრებდა კაცი, რომ ესენი ქვეყანაზე ზრუნავენ და ამ თემას უდგებიან ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება", - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე „ახალ თაობასთან" საუბრობს.


როგორც არეშიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის დაშინებას და გადაბირებას ცდილობს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფრთხესთან დაკავშირებით საუბრობენ.


„თვითონ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ საფრთხობელაა იმისთვის, რომ როგორმე მოსახლეობა შეაშინონ და გადაიბირონ.

 

განცხადებები გათვლილია განსაკუთრებით მათზე, ვინც სხვა პარტიებს უჭერდა მხარს. მოიყვანონ ისინი არჩევნებზე და სათავისოდ მიაცემინონ ხმა. სხვა ლოგიკას მე მათ ქმედებაში ვერ ვხედავ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვრცელდება ესემეს გზავნილები ტელეფონებზე, ამომრჩევლებზე.

 

„ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი ესა და ეს ავრცელებს მოწოდებას, რომ მხარი დაუჭირონ მას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს. წერია მისი გვარი ესემესში, მაგრამ არსად წერია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია. ესემესში წერია, რომ არა ძალადობას, არა ხელისუფლების უზურპაციას, მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის კანდიდატს",- აღნიშნა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner