„ბავშობის მეგობარმა, სოდის აგენტმა, ნახმარი შპრიცი ჩაუდო ჯიბეში - დააჭერინა. სხვა გზა არ ჰქონდა პრობაციონერს, ძაღლოვნები აშინებდნენ, თუ არ „იმუშავებ", პირობით სასჯელს გაგიცოცხლებთო",- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ბერეჟიანი დათო გორდეზიანის წამების შესახებ სოციალურ ქსელში.
„არჩევნების მეორე ტური რომ არ გველოდებოდეს წინ, არ დავდები! არ მემეტებით ადამიანები ამ არაადამიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი "შეცდომების" წაკითხვისათვის!
ბავშობის მეგობარმა, სოდის აგენტმა, ნახმარი შპრიცი ჩაუდო ჯიბეში - დააჭერინა. სხვა გზა არ ჰქონდა პრობაციონერს, ძაღლოვნები აშინებდნენ, თუ არ „იმუშავებ", პირობით სასჯელს გაგიცოცხლებთო. საცოდავი ისეთი გაშიფრული იყო უბანში, რომ არავინ ენდობოდა, რა ექნა? ციხეში ჩაჯდომას უდანაშაულო მეგობრის გაწირვა ამჯობინა. დათოს ანალიზში ნარკოტიკი არ ამოუვარდა. პროკურორმა, რომელმაც მშვენივრად იცოდა ის, რომ ბიჭი მათი აგენტის მსხვერპლი იყო, შესთავაზა, რომ აღიარების სანაცვლოდ, გაუფორმებდნენ საპროცესოს, სულ რაღაც ხუთი ათასად. თუ დათო არ დათანხმდებოდა და იბრძოლებდა, თავის სიმართლის დასამტკიცებლად, მაშინ როგორც არამომხმარებელს ძალიან ადვილად ბარიგის მუხლს მიუყენებდნენ. დათოს შეკითხვაზე: "კი მაგრამ, რას ვყიდიდი? იმ მოლეკულას, რომელიც შპრიცში იპოვნეთ?" პროკურორმა მას ექსპერტის დასკვნა აჩვენა, სადაც ეწერა რომ, დათოს ჯიბეში ნაპოვნ ნახმარ შპრიცში, დიდი ოდენობის ნარკოტიკი აღმოჩნდა. ეს აბსურდი, ნაცმოძრაობის მიერ მიღებული იდიოტური კანონებიდანაა გამომდინარე.
რა ექნა ბიჭს? დათანხმდა.
როცა სასამართლოზე მიჰყავდათ, დაგვემშვიდობა საკნის თანამობინადრეებს, დარწმუნებული იყო, რომ გადიოდა. საპროცესო გაფორმებული იყო და ოჯახის ბინაც ჩადებული იყო ბანკში, იმ ხუთი ათასის სანაცვლოდ, რომელიც პროკურატურის ანგარიშზე ჩაირიცხა.
სასამართლოზე პროკურორმა გამოაცხადა: „სხვა და სხვა გარემოებათა გამო, გადავიფიქრეთ საპროცესოს გაფორმება, ვთხოულობთ ბრალდებულისათვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთას". დათოს დედას გული წასვლია დარბაზში. მოსამართლემ ცხრა წელი მიუსაჯა.
დათო ქაღალდივით თეთრი შემოვიდა საკანში, გვითხრა, "ხმას ნუ გამცემთ"-ო. დაწვა და კედლისაკენ გადაბრუნდა. ხუთი საათის შემოწმებაზე ზედამხედველები შემოვიდნენ. დათო არ დგებოდა. ვუთხარი ოფიცერს, რომ ცუდად არის, რომ საშინელება დაატყდა თავს. რეაქცია იყო საოცარი, სასაცილოდ არ ეყოთ სადისტებს, უმამოდ გაზრდილი, ავადმყოფი დედის ანაბარა
ბიჭის ტრაგედია.
ოფიცერმა ჯერ "დუბინკა" ჩაარტყა დათოს, მერე ხელი მოჰკიდა მის თავს და მთელი ძალით მოისროლა ძირს მეორე სართულის "შკონკიდან". ბიჭი ძირს დაეცა, წამოხტა, სახეზე სიწითლე ჰქონდა. ტირილნარევი ხმით გინება დაუწყო, პროკურორს, მოსამართლეს და მის წინ მდგომ სადისტებს. "ვინ ხართ? სად გაიზარდეთ, რა დედამ გშობათ, ასეთი დედამოტყნულები?" - ამ სიტყვებით დაასრულა ბიჭმა გამოსვლა.
იმდენად მოულოდნელი იყო სადისტებისათვის, პატარა ტანის რიგითი უდანაშაულო პატიმრისაგან, ამხელა სიმამაცე, რომ რამდენი წამი ხმის ამოუღებლად უსმენდნენ.
აბანოში გაიყვანეს დათო. უკან აღარ მოუყვანიათ. დეკემბერში როცა ქსანიდან რესბალნიცაზე გადამიყვანეს, ფაქტიურად მოსაჭრელად განწირული ფეხით, იქ ვნახე დათო. ვერ ვიცანი, საშინლად გამხდარი იყო. ქირურგიულ განყოფილებაში იწვა და საშინელი ტკივილისაგან კვნესოდა. ცემისაგან და ნერვიულობისაგან რვა სანტიმეტრიანი სიმსივნე ამოსვლია ნაწლავზე, სასწრაფოდ საოპერაციო იყო. "ერთი თვეა ველოდები, ამბობენ ფული არ გადარიცხულა ონკოლოგიურშიო" - მითხრა. მერე დაამატა, ალბათ მოვკვდები, იმ დღეს ერთი თირკმელი მომწყვიტეს, ექიმმა მითხრა, "შეიძლება ნარკოზსაც ვერ გაუძლოო". იცი რა გეტყვი გიორგი, არაფერს ვნანობ, მოვკვდე რა მოხდა, სამაგიეროდ ხომ ვაგინე? ხომ ვარ მაგარი?
ცრემლი წამსკდა, გულში ჩავიკარი.
-მაგარი? უმაგრესი ბიჭი ხარ, ჩვენსავით ფარჩაკი არ ხარ, არ უნდა მოკვდე, შენნაირები ცოტაა ძალიან.
დათო გორდეზიანი 21 წლის კაცი იყო",- წერს გიორგი ბერეჟიანი.