პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის, ღიად ისაუბროს კადრების თემაზე.
„საერთოდ არ მეშინია შანტაჟის და მაქვს მოლოდინი, რომ კადრები გამოქვეყნდება. მე მზად ვარ, ამ თემაზე ღიად ვისაუბრო. მე არ ვაპირებ, მთელი ცხოვრება ვიყო შიშში. პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი. მე ვარ 45 წლის და საკმაოდ დიდი ვარ, რომ ასეთი ტიპის ემოციებმა არ დამანგრიოს. ამას თუ ბოლო არ მოეღო, დაინგრევა ქვეყანა.
როდესაც ვსაუბრობ, რომ 2012 წლამდე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები, არ გამორიცხავს, რომ 2012 წლის მერეც არ ჩაუწერიათ. სანამ არ დადებენ ამ კადრებს, არ ვიცი, რაზეა საუბარი. როდესაც დაიდება კადრები, ღიად ვიტყვი, თუ რა დროს არის გადაღებული და საერთაშორისო დონეზე სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები", - აღნიშნა გრიგოლიამ.