logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ახლა, იმის დროც მოვიდა, რომ მედიამ თანდათან მთავარი კითხვებიც დასვას
- +

21 ოქტომბერი. 2016. 04:30



პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში  სტატუს აქვეყნებს და მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციებს აძლევს.


„პრინციპში ალბათ უკვე ყველა ჩამოყალიბდა, მეორე ტურში რომელი პარტიის კანდიდატებს მიცემს ხმას და ისიც ნათელია, რომ "ოცნება" მეორე ტურსაც დიდი უპირატესობით მოიგებს.

 

ბოლო ათი დღეა, დამარცხებული პარტიებიც საკმარისად ამომწურავად მოგვიყვენ დამარცხების მიზეზებზე და მომავლის გეგმებზე.

 

ისიც გავიგეთ, რომ ზოგიერთ პარტიის თავმჯდომარეს თავი ისევ ისე გამარჯვებული ჰგონია, როგორც ყველა წინა არჩევნებში ეგონა და მომავალშიც ეგონება.

 

ახლა, იმის დროც მოვიდა, რომ მედიამ თანდათან ის მთავარი კითხვებიც დასვას, რომელზე პასუხებმაც უნდა დაგვანახოს, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და ხელს ვერაფერი შეუშლის კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

 

როდესაც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლზე ვსაუბრობთ, ამ კონტროლის ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი არის სწორედ მედია. მედიამ თუ ძირითადი დრო დაუთმო მეორეხარისხოვან საკითხებს, ხელისუფლებამდე ვერ მიიტანა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო კითხვები და ხელისუფლებას მათზე პასუხების გაცემა არ აიძულა, ვერც ხელისუფლების კონტროლი მოხერხდება.

 

მაგალითად, ახლავე, გადაუდებლად საინტერესო იქნებოდა მსჯელობის დაწყება და პასუხების მოსმენა შემდეგ კითხვებზე:

 

ა) რა კანონპროექტების პაკეტები აქვს "ქართულ ოცნებას" მომზადებული?

 

ბ) რა კანონპროექტების შემოტანას გეგმავს უმრავლესობა პირველივე დღეებში?

 

გ) ხომ არ იგეგმება აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია და სამინისტროების გაუქმება-შერწყმა?

 

დ) როდის და რა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები გამოვა გამოვა საყოველთაო განხილვისთვის?

 

ე) როდის გამოქვეყნდება ხელისუფლების დაპირებების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა?

 

ვ) როგორია ხელისუფლების ხედვა თვიმმართველობის შესახებ.

 

ასეთი კიდევ ბევრი კითხვა არსებობს:

 

ზ) თ) ი) კ) და ასე შემდეგ...

 

ტელევიზიებში სწორედ ისეთი საკითხების წამოწევა იქნება საინტერესო, რომელიც თითოეული ამომრჩველის ყოფაცხოვრებას შეეხება და საბოლოოდ ის ტელევიზია მოიგებს, რომელიც ამ თემების განხილვას დროულად დაიწყებს. არაფრის მთქმელი ხმაურიანი განცხადებების გაშუქება ზედ დართული არაფრის მთქმელი კომენტარებით, განვლილი ეტაპია.

 

საინტერესო იქნება გასატანად გამზადებული კანონპროეტების შინაარსის ახსნა მართლაც საკითხის მცოდნე ექსპერტების მიერ, რას შეცვლება მათი მიღებით, ან - არმიღებით. საინტერესო იქნება კონკრეტული არგუმენტებით გამყარებული განსხვავებული აზრის მოსმენა და ასე შემდეგ. ასე ხდება დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ტელევიზიებს დანიშნულებისამებრ იყენებენ.

 

და კიდევ ერთი, ცნობადი სახე არ ნიშნავს ჭკვიანს და მით უმეტეს ექსპერტს, შეიძლება ცნობადი რეგვენიც იყოს", - წერს მაღლაფერიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner