გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასასრულს განაცხადა, რომ თუ რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვას გააგრძელებს, ევროკავშირი „ყველა შესაძლებელ საპასუხო ქმედებას" განიხილავს.
„დოიჩე ველეს" ცნობით, ალეპოს ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკას გადახედავს.
ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე საუბარი არ იყო, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი სწრაფად იმოქმედებს.
სამიტის მონაწილეებმა ასევე დაგმეს რუსეთის ქმედებები სირიაში და შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, მოსკოვსა და დამასკოზე ზეწოლას გააძლიერებენ.