logo_geo
eng_logo
ვახო ბეგიაშვილი: არ გინდათ, ირმა ინაშვილი იყოთ და მილიონი ლარი ვალი გქონდეთ?
- +

21 ოქტომბერი. 2016. 10:43



ყოფილი პარლამენტარი ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„სულ რამდენიმე დღეა, არჩევნები დამთავრდა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო პარტია გახდა. შურით შეპყრობილმა კაცუნებმა მაშინვე აამუშავეს შავი პიარის მანქანა; შექმნეს ფეიკები სოციალურ ქსელში, ზოგიერთი სააგენტოც აიყოლიეს, კონტექსტიდან ამოვარდნილ ვიდეომასალებს დებენ ინტერნეტში და ა.შ.

 

ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის:

 

გულახდილად მითხარით, ვინც ამ შავი პიარით ხართ დაკავებული:

 

არ გინდათ, ირმა ინაშვილი იყოთ და მილიონი ლარი ვალი გქონდეთ?

არ გინდათ, ბატონი დავით თარხან-მოურავი იყოთ და მილიონი ევრო ვალი გქონდეთ?

დანამდვილებით ვიცი, ძალიან გინდათ, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდებით; აი, ვალები კი მუდამ გექნებათ!" - წერს ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner