ყოფილი პარლამენტარი ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სულ რამდენიმე დღეა, არჩევნები დამთავრდა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო პარტია გახდა. შურით შეპყრობილმა კაცუნებმა მაშინვე აამუშავეს შავი პიარის მანქანა; შექმნეს ფეიკები სოციალურ ქსელში, ზოგიერთი სააგენტოც აიყოლიეს, კონტექსტიდან ამოვარდნილ ვიდეომასალებს დებენ ინტერნეტში და ა.შ.
ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის:
გულახდილად მითხარით, ვინც ამ შავი პიარით ხართ დაკავებული:
არ გინდათ, ირმა ინაშვილი იყოთ და მილიონი ლარი ვალი გქონდეთ?
არ გინდათ, ბატონი დავით თარხან-მოურავი იყოთ და მილიონი ევრო ვალი გქონდეთ?
დანამდვილებით ვიცი, ძალიან გინდათ, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდებით; აი, ვალები კი მუდამ გექნებათ!" - წერს ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში.