logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჯერ არ გაბრწყინებულხართ, მოცინარებო, თუ ბჟუტავთ, ა?!
- +

21 ოქტომბერი. 2016. 10:56


 

„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ნეტა, ზოგიერთი სიცილისმოყვარული პრიმატი ძილის წინ იმაზე მაინც თუ ფიქრობს, „ფეისბუქში" აქლემობის გარდა, რა არგო საკუთარ ქვეყანას და რა ავნო საკუთარ სულს. ოჯახში აღზრდილი კაცი (და დათო თარხან- მოურავი სწორედ ასეთია) არასდროს იკადრებს იმას, რასაც ბოლო დღეების მანძილზე აქ, სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს. ზნეობა დავკარგეთ. მართლა, დავკარგეთ. ჩვენი სოციალური სივრცის მთავარ ფუნქციად კლავიატურაზე ბოროტად კაკუნი და „ფეისბუქ"- ტურობა იქცა. ხვალ რომელი არქივიდან ამოაგდებთ ჩვენს შეკრეჭილ ციტატებს, რომ დილიდან იცინოთ?! ვერ ატყობთ, რომ სახე დაკარგეთ?!

 

წლების წინ, პრაღის სუსხიან ქუჩაში 16-17 წლის გოგონა გიტარაზე უკრავდა. უფრო სწორად, წვალობდა. მე და დათომ ჩავუარეთ. მითხრა, - დაეხმარე, კალათაში ფული დაუდეო. მე სიცილი დავიწყე. საერთოდ ვერ უკრავს-თქო. „რომ ვერ უკრავს და წვალობს ამ სიცივეში, ადამიანს იმიტომ უნდა დაეხმარო. შენ კი, დასცინიო. დაცინვა სულმოკლეობაა და პატარა ადამიანებს ახასიათებს. შენ ხომ მეტზე გაქვს პრეტენზიაო". შემრცხვა. დავეხმარე. აი, ასეთ კაცზე რომ ენას იფხანს ზოგიერთი, ეტყობა, თვითონ ფრთები ამოსდის. ქერუბიმია. ჯერ არ გაბრწყინებულხართ, მოცინარებო, თუ ბჟუტავთ, ა?!" - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner