logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი მთავრობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნას სთავაზობს
- +

17 მარტი. 2016. 13:04


საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვნელი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნას სთავაზობს. განცხადება ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას გააცნო.


პირველი გეგმა, რაზეც ახლა ვმუშაობ, პროფესიონალების გუნდის შექმნაა. ქვეყანაში ძალიან არასწორი განწყობა შეიქმნა, რომ ჩვენთან არ არსებობენ პროფესიონალი კადრები. ასე არ არის, არსებობენ კადრები, ამავდროულად, საზოგადოებაში არის ის განცდა, რომ პოლიტიკა არ არის ჯანსაღი სფერო და საუკეთესო კადრები პოლიტიკის მიღმა რჩებიან. ჩემი მცდელობაა, რომ შევკრიბო პროფესიონალები. ეს არ არის ექსპერტთა ჯგუფი. ეს იქნება იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ ხედვა, ქვეყანაში რა არ კეთდება და რა უნდა გაკეთდეს. ეს არის გამოცდილება, განათლება, პროფესიონალიზმი და ხედვა", - აცხადებს ზურაბიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner