logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: „პატრიოტთა ალიანსის“ წარმატება ლოგიკურია
- +

21 ოქტომბერი. 2016. 11:23



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წარმატება ლოგიკურია.



პატრიოტთა ალიანსის" წარმატება ლოგიკურია. ფაქტიურად ერთადერთი ძალაა, რომელიც გაუმკლავდა მისი მარგინალიზაციის მცდელობას ორივე მხრიდან, დასვალეთსაც და საზოგადოებასაც დაუმტკიცა, რომ ღირებული პარტნიორია. პარლამენტში შესული 6 პატრიოტიდან" ხუთს კარგად ვიცნობ - ყველა მებრძოლია და სააკაშვილის რეჟიმის მთელი სიავე საკუთარ ზურგზე გადაიტანეს. საინტერესო იქნება მათი საპარლამენტო მოღვაწეობა. მთავარი გამოწვევა, რომელსაც პატრიოტებმა" უნდა უპასუხონ, გახდებიან თუ არა ისინი მასობრივი პარტია უახლოესი 4 წლის განმავლობაში? და მეორე: მოახერხებენ თუ არა ამას პოპულისტური ლოზუნგების გარეშე? მათ მუდმივად უნდა დაბომბონ" მთავრობა და უმრავლესობა ეკონომიკური პროექტებით, ეკონომიკური ინიციატივებით, არ უნდა მოასვენონ, სულ ტონუსში უნდა ჰყავდეთ. მათ ადგილას მე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტაბლოს გამოვფენდი, სადაც დაიწერებოდა სისტემატურად, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა ქვეყანაში - ეს ტაბლო დამოკლეს მახვილივით იქნებოდა მთავრობის კისერზე და ისინიც უფრო მობილიზებულები იქნებიან. სამუშაო ადგილებია მთავარი საკითხი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ყველა სხვა პრობლემის გასაღები აქ დევს. პატრიოტებისგან" კონსტრუქციულ, პასუხისმგებლიან და კომპეტენტურ ოპონირებას მოველი", - წერს ირაკლი გოგავა „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner