logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: დიახ, მე მხარს ვუჭერ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 11:30




„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.



დიახ, მე მხარს ვუჭერ, რომ ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა კონსტიტუციაში შეიტანოს შემდეგი შესწორება:

1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის (36-მუხლი).

2. საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდეს ქალაქ თბილისს (48-მუხლი).

3. საქართველოს პარლამენტის წევრად ასარჩევი ასაკი 21 წლის მაგივრად, გახდეს მინიმუმ 25 წელი (49-მუხლი).

4. კონსტიტუციის 102-მუხლში განიმარტოს საკონსტიტუციო ცვილილების ვადები, თუ რეფერენდუმის შედეგები მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას. ანუ რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან.

5. ჩასწორდეს 73-და მე-100 მუხლებში არსებული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამღუპველი პროცედურა და ვადები, სადაც საუბარია, რომ ომიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და სხვა შემთხვევებში, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ 4 დღე-ღამე სჭირდება!!!" - წერს ზვიად ტომარაძე „facebook"-ზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner