„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
„დიახ, მე მხარს ვუჭერ, რომ „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა კონსტიტუციაში შეიტანოს შემდეგი შესწორება:
1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის (36-ე მუხლი).
2. საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდეს ქალაქ თბილისს (48-ე მუხლი).
3. საქართველოს პარლამენტის წევრად ასარჩევი ასაკი 21 წლის მაგივრად, გახდეს მინიმუმ 25 წელი (49-ე მუხლი).
4. კონსტიტუციის 102-ე მუხლში განიმარტოს საკონსტიტუციო ცვილილების ვადები, თუ რეფერენდუმის შედეგები მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას. ანუ რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან.
5. ჩასწორდეს 73-ე და მე-100 მუხლებში არსებული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამღუპველი პროცედურა და ვადები, სადაც საუბარია, რომ ომიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და სხვა შემთხვევებში, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ 4 დღე-ღამე სჭირდება!!!" - წერს ზვიად ტომარაძე „facebook"-ზე.