logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ძალიან მალე შეიქმნება სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 11:36



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკი განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია პარლამენტმა უნდა შექმნას, რადგან პრეზიდენტის ფუნქციებში საკანონმდებლო ინიციატივა გაწერილი არ არის.


პრეზიდენტს შეუძლია, საკონსულტაციო ჯგუფი შექმნას, მაგრამ ყველამ ერთ მთავარ თემაზე უნდა იფიქროს. ესაა სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოების ვნებათაღელვის დაწყნარება და რეალურ სტრუქტურაზე საუბარი, რომელიც კონსტიტუციაზე იმუშავებს. მთავარია, ბევრი წინადადებების ფონზე არსებობდეს ჯგუფი, რომელიც საწინააღმდეგო აზრებს შეაჯერებს და საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გამოტანს. კომისიის შექმნის და მისი თავმჯდომარის ფუნქციის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს", - განაცხადა ვოლსკიმ.


მისი თქმით, კანონი პარლამენტს საზოგადოებაში გასვლას და შესაბამისი შეხვედრების ჩატარებას ავალდებულებს.


საჭიროა, კომისიის მიერ მიღებული შეხედულებები საზოგადოებასთან იქნას გაზიარებული. თუმცა, აუცილებელი არ არის,  კონსენსუსი ყველა თემაზე შედგეს. როცა მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩამოყალიბდება, სანამ ის კენჭისყრაზე გავა, მანამდე ხალხში უნდა გაიტანო. ასე მოხდა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, როცა ეს თემა კენჭისყრამდე საზოგადოებაში გავიდა, მოხდა მისი ფართო განხილვა და საბოლოოდ, საკმაოდ ნათელი სურათი ჩამოყალიბდა", - განაცხადა ვოლსკიმ.


როგორც მან აღნიშნა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადაადგილებებთან დაკავშირებით, პრემიერს უახლოეს პერიოდში წინადადებები ექნება.


არ მინდა, საკადრო გადაადგილებებზე საუბრით და არარსებული პრობლემებით ძირითადი თემების გადაფარვა მოხდეს, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ძალიან მალე შეიქმნება ისეთი სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს.  ვფიქრობ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადაადგილებებთან დაკავშირებით, პრემიერს უახლოეს პერიოდში წინადადებები ექნება. ყველაფერს საფუძვლად სანდო წყარო უდევს და ასეთი ერთადერთი სანდო წყარო გიორგი კვირიკაშვილია, როგორც პრემიერი, ლიდერი და ადამიანი, რომელმაც იცის, ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება როდის უნდა გააკეთოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner