logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ლიდერებმა სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმეს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 11:58



ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის ქმედებები სირიაში მკაცრად დაგმეს. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სტრუქტურის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვა და სამხედრო მოქმედებები.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში სისხლისღვრის გაგრძელების შემთხვევაში, ბრიუსელი იმსჯელებს ყველა შესაძლო ვარიანტზე, რომელიც მიმართული იქნება სირიის ხელისუფლების და მისი მოკავშირეების, მათ შორის რუსეთის წინაღმდეგ.



საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თუ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გააგრძელებს, ამით აიძულებს ევროკავშირს, უკიდურეს ზომებს მიმართოს.



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ერეზა მეიმ სამიტის დაწყებამდე რუსი სამხედროები ალეპოში „ამაზრზენი სისასტიკის" ჩადენაში დაადანაშაულა.



„BBC"-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი სამიტზე ანტირუსული სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.



იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის განცხადებით, თუ ევროკავშირს რუსეთთან დიალოგი სურს, მაშინ „კარი ღია უნდა დატოვოს".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner