საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.
გზის 2.2 კმ-იანი რეაბილიტირებულ მონაკვეთს, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის.
„ქუთაისის ერთ-ერთი დიდი და დატვირთული ნიკეას ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რის გამოც მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას და განტვირთავს არსებულ საცობებს", - აცხადებენ სამინისტროში.