logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანის ინიციატივით, „დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნესის განვითარების ცენტრებს გახსნის
- +

21 ოქტომბერი. 2016. 12:16


 

21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კაფე „ვენეციში" (მის: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 107) გაიმართება „ბიზნესის განვითარების ცენტრების" პრეზენტაცია. ღონისძიებაზე ცენტრების კონცეფციას წარმოადგენენ, სიტყვით გამოვლენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი. პრეზენტაციას დაესწრებიან ადგილობრივი მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.



„დამსაქმებელთა ასოციაციის" მიერ გურიაში „ბიზნესის განვითარების ცენტრების" შექმნის იდეა ნინო წილოსანს ეკუთვნის. ცენტრების ძირითადი ფუნქცია იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესები მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების, საუკეთესო პრაქტიკის და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარების გზით.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner