ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი ალეპოში სისხლისღვრის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.
მისი თქმით, ბრიუსელში გამართული სამიტის პირველი დღის შედეგად ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ ყველა შესაძლო ვარინატს სირიის ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ სისხლისღვრა ალეპოში გაგრძელდება.
„ევროკავშირი მოუწოდებს სისხლისღვრის და სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.