logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: განმეორებით არჩევნებზე უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული
- +

21 ოქტომბერი. 2016. 12:53



შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილიგანცხადებით, განმეორებითი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რაზეც პასუხისმგებლობას შსს იღებს. მისი თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგაც, პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას.



წინა პროცესისგან განსხვავებით, აქ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმების დათვლის პროცესსაც. პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას კენჭისყრის დასრულების შემდეგაც და ჩვენი მოქმედება იქნება უფრო აქტიური და უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner