logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: დასავლეთში ნაციონალების მხარდაჭერა დღეს ნულის ტოლია
- +

21 ოქტომბერი. 2016. 13:58



„დასავლეთში ნაციონალების მხარდაჭერა დღეს ნულის ტოლია", - წერს „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.



დასავლეთში ნაციონალების მხარდაჭერა დღეს ნულის ტოლია. აშშ-ში მკაფიო პოლიტიკა იქნა გატარებული ოცნების" მიერ, თედო ჯაფარიძემ ორი თვე ვაშინგტონში გაატარა, უცხოელი პარტნიორებიც სწორად შეირჩა და სააკაშვილმა ვერ მოახერხა ერთი მხარდამჭერის პოვნაც კი. კონგრესმენი რასელი, რომელსაც ძალიან კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა ივანიშვილის მიმართ, ჩამოვიდა საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ქვეყანა 5 ოქტომბერს უსიტყვოდ დატოვა, მას შემდეგ, რაც გაერკვა რეალურ ვითარებაში. ევროპის და აშშ- პოლიტიკურ ელიტებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი წარსულია და ის საქართველოში არ უნდა მობრუნდეს. ამის ნათელი დადასტურება იყო აშშ- კონგრესში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, როდესაც რამდენიმე ათეულმა კონგრესმენმა საქართველოს მხარი დაუჭირა და აღებული კურსის მოწონება ღიად დააფიქსირა. ეს აშშ- კონგრესთან, ლობისტებთან და მკვლევარებთან სწორი მუშაობის შედეგი იყო. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ვერ მოახერხა თუნდაც ერთი მხარდამჭერი განცხადების მიღება უცხოეთიდან", - წერს ირაკლი გოგავა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner