logo_geo
eng_logo
„ნაციონალების“ მზაკვრული გეგმა, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან სამეგრელოს დაპირისპირებას ისახავს მიზნად“
- +

21 ოქტომბერი. 2016. 14:34

 


„ჩემო გონიერო და ნიჭიერო მეგრელებო, ამაზე დაფიქრდით! - სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში მე-2 ნომერია და უკვე პარლამენტშიც მოხვდა, მაგრამ ნაცებს მაინცდამაინც ის უნდათ, რომ სააკაშვილის ცოლმა დეპუტატის მანდატი ზუგდიდელების ხმებით მოიპოვოს", - მიმართავს  სამეგრელოს მოსახლეობას პუბლიცისტი, პოეტი ვახტანგ ხარჩილავა.

 

მისი თქმით, ეს არის ნაციონალების მზაკვრული გეგმა და ვერაგული ჩანაფიქრი, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან სამეგრელოს დაპირისპირებას ისახავს მიზნად.


„სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილმა განაცხადა, თუ რომელიმე რეგიონში გავიმარჯვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ საქართველოშიც გავიმარჯვებთო! მას რეგიონი არ დაუსახელებია, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ სამეგრელოს გულისხმობდა!

 

პირდაპირ ვაცხადებ - ვინც ზუგდიდში სანდრა რულოვსს ხმას აძლევს, ის არამარტო სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს და სახელმწიფო ინტერესებს ღალატობს!

 

ეს ამბავი სამეგრელოს ძალიან ცუდად მოუტრიალდება და სანანებელი გაუხდება, მაგრამ მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი!

ჩემო ძვირფასო მეგრელებო, დროულად გამოფხიზლდით და გონს მოეგეთ!" - აცხადებს ხარჩილავა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner