„ველოდებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც კალმახელიძეს პირდაპირ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - წერს ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში.
„სიახლეა პროკურატურიდან: სასჯელაღსრულების მინისტრ კალმახელიძეს აზრად არ მოსვლია, გაენადგურებინა ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მე 2007 წლის 28 სექტემბერს დიღმის „კაპეზემ" სრულიად ჯანმრთელი მიმიღო, და „არ აღენიშნება სხეულზე დაზიანებები"- ჩამიწერეს. ეს დოკუმენტი ახლა მთავარ პროკურატურაშია და ველოდებით უკვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც კალმახელიძეს პირდაპირ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული!" - წერს ალექსანდრე ახალკაცი.