logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: რას ნიშნავს საბჭოთა მენტალიტეტი? რასაც „ნაციონალები“ აკეთებდნენ!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

17 თებერვალი. 2016. 17:30


„ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით,  კოალიცია „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს. „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საბჭოთა მენტალიტეტი „ნაციონალურ მოძრაობაში" უფრო იგრძნობოდა, ვიდრე „ქართულ ოცნებაში".


 XXI საუკუნეში დაბადებულ ადამიანსაც კი შესაძლოა, საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონდეს. თუმცა, რას გულისხმობს საბჭოთა მენტალიტეტში?  მაგალითად, ის, რასაც „ნაციონალები" აკეთებდნენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ადამიანებისთვის საქმეების შეთითხვნით, ეს ნამდვილად იყო საბჭოთა მენტალიტეტი და ამ მენტალიტეტით მართავდნენ ქვეყანას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც საბჭოთა პერიოდში დაბადებული უნდა იყო. ახვლედიანმა კონკრეტულად დაასახელოს, ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა, შიგნით, კონკრეტულ ადამიანებში უფრო მეტად ჩანს საბჭოთა გავლენა, მაგრამ საბჭოთა მენტალიტეტს მე უფრო „ნაციონალებში" ვხედავდი, მიუხედავად მათი ასაკობრივი განსხვავებისა, ვიდრე ახლა ვხედავ „ქართულ ოცნებაში". არ ვიცი, ასეთები შეიძლება „ოცნებაშიც"  არიან და ძალიან ცუდია, თუ არიან " ,  -  განაცხადა კაკაბაძე.


კაკაბაძის თქმითვე, „ქართულ ოცნებას" დეკლარირებული აქვს დასავლეთის კურსი.


„დღევანდელ ხელისუფლებას შიგნით, გულში რა უდევს, არავინ იცის, მაგრამ მიმართულება რომ ევროპული აქვთ და პოლიტიკით რომ ამას აკეთებენ, ეს ცხადია", - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner