logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სამართლიანობის აღდგენა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა...
- +

21 ოქტომბერი. 2016. 15:33



„სამართლიანობის აღდგენა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა მთავარი დამნაშავე - სააკაშვილი აგებს პასუხს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა წერს.

 

„დანარჩენი ყველა ჭანჭიკები იყვნენ და ეს ყველამ კარგად ვიცით. „ოცნებას" ერთ რჩევას მივცემდი, რომელიც თავის დროზე მოგვცა პალერმოს მერმა და ცნობილმა პროკურორმა ორლანდომ, ეს ის ორლანდოა, რომელმაც იტალიაში მაფიას გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა 80-იან წლებში. ორლანდომ გვირჩია: „არ არის საკმარისი, მაფიოზი ჩასვა ციხეში, ვინაიდან ის ფულით ციხიდანაც ზიანს მოიტანს, ფულს თუ ჩამოართმევ მაფიოზს, შეგიძლია გარეთაც დატოვო, ვეღარაფერს დაგიშავებსო". ჩვენს შემთხვევაში გასაგებია, მაფიოზი ვინც არის და ამ მაფიოზმა 500 000 ხმა მოაგროვა ნაძარცვი ფულით და იმ ტელევიზიით, რომლის შენახვა სააკაშვილს 40 მილიონი დოლარი უჯდება წელიწადში", - წერს გოგავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner